LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

sofo-kevlishvili

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სოფო კევლიშვილი, აშშ-ში, პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კოლუმბიის უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

აკადემიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომლითაც სოფოს უნივერსიტეტში ჩარიცხვას აუწყებენ. ის ინჟინერიისა და სამეცნიერო ფაკულტეტის სტუდენტი გახდება. ის ბიოინჟინრის სპეციალობას დაეუფლება.

სოფო კევლიშვილს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს. ის სწავლას 2019 წელს დაიწყებს და 2023 წელს დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები