LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ჰალკი ქალებს რადარში ატარებს – „ალბათ, ამიტომაც ვერ მოვიყვანე ცოლი…“

728
levan-saginashvili

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, მეტსახელად ჰალკი, ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, გოგონასთან პირველი შეხვედრისას რომელი დეტალი იქცევს ყველაზე მეტად მის ყურადღებას:

„პირველ რიგში, ხელებს ვუყურებ, მოწესრიგებული ხელები უნდა ჰქონდეს, დაბანილი (იცინის) ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით ვარ დაბადებული და ამ საკითხში პრობლემა მაქვს, რადგან დაკვირვება მჩვევია – ასე ვთქვათ, „რადარში ვატარებ“. ქალწულებს ასეთი „მინუსი“ გვაქვს. ეტყობა, ცოლი ამიტომაც ვერ მოვიყვანე.

ქართველ ჰალკს Netflix ფილმში იღებს

ვიდეო: გავრცელდა თრეილერი ფილმის, სადაც ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი ითამაშებს

ყველაზე უცნაური დეტალი, რის გამოც გოგო არ მოგწონებიათ და მიგაჩნია, რომ შეიძლება, თქვენი დამოკიდებულება ნორმალური არ იყო…

არა, მხოლოდ ამის გამო არავინ დამიწუნებია. უბრალოდ, თვალში მხვდება… ცუდ თვისებად მივიჩნევ, რადგან ადამიანს ძალიან ვაკვირდები. რომ maხსენდება, პაემანზე სულ ამას მეუბნებოდნენ – რანაირად მიყურებო?! (იცინის).

როგორი ხასიათის გოგონები მოგწონთ?

პირველ რიგში, „კაი ტიპი“ უნდა იყოს; მეგობრული, კომუნიკაბელური, კარგი ადამიანი.

ქერაც მომწონებია, შავგვრემანიც… მთავარია, მიმზიდველი იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები