LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ხალხი ისჯება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” არის უპირო მხარე: ბადრი ჯაფარიძე

64
ბადრი ჯაფარიძე

საქართველოს მიერ ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშის ვერ მიღებას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი ისჯება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” არის უპირო მხარე“.

მისივე განცხადებით, „ევროკავშირი, რომელიც არის ჩვენი უერთგულესი პარტნიორი, უარს ამბობს ტრანშის გადმორიცხვაზე იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას სასამართლო რეფორმის კუთხით და დემარშით პასუხობ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას.

„ეს არ არის მხოლოდ 300 მლნ ლარის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო. ეს არის გარესამყაროსგან სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება.

ეს არის მთავრობა, რომელმაც სიტყვას დააკარგვინა ფასი. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არის ხალხის ინტერესების პირდაპირი ღალატი. 2 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები