LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა [ვიდეო]

1976
vladimer apxazava

მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის 10 ფინალისტს შორისაა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ისინი ასწავლიან როგორც ქალაქებში, ისე სკოლებში. ისინი მხარს უჭერენ ინკლუზიურობას და ბავშვის უფლებებს. ისინი მოსწავლეების შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ მუსიკით, ტექნოლოგიებით, რობოტექნიკით და მეცნიერებით. ყველა ეს ადამიანი მხარს უჭერს ცვლილებას და შთაგონების წყარო არიან როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის,“ – ნათქვამია „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტის დახასიათებაში.

„მე მიყვარს ჩემი საქმე, ეს მაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვახდინო გავლენა და შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ სწავლა კომფორტული, სახალისო და  დასამახსოვრებელი იყოს მოსწავლეებისთვის. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ბევრი საკეტი გავხსნა,“ – აცხადებს ქართველი პედაგოგი.

„გლობალ თიჩერ 2019“- ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია, ის 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები