LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში კარმენის როლში გადაიღეს

533
ketevanqemoklidze

ბერგენის ნაციონალურმა ოპერამ  პეილინგ ფილმთან თანამშრომლობით გადაიღო  ფილმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის ,,კარმენის” შესახებ, სადაც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს. ის წლებია, მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლით. ფილმის სცენარი ინსპირირებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება.

გადაღებები მიმდინარეობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ესპანეთი, ნორვეგია, ინგლისი და სხვა. ქეთევან ქემოკლიძე ფილმში არა მარტო ასრულებს კარმენის პარტიას, არამედ ის გვევლინება ცნობილ ინფლუენსერად, რომელსაც საკუთარი თაყვანისმცემელი განგმირავს. ფილმი მალე გამოვა ეკრანებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ქეთევან ქემოკლიძისათვის უკვე მეორე ფილმია, ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის, კარლოს საურას “მე, დონ ჯოვანის” შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები