LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მხატვარი „ფორსაჟის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს 

468
ilia-sajaia-forsage

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი ილია საჯაია “ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩვენი თეატრის მხატვარი -ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის (Fast and Fourious) გადამღებ ჯგუფში აიყვანეს .წარმატებულ დებიუტს ვუსურვებთ !”- ნათქვამია ფეისბუქპოსტში

ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები თბილისში მიმდინარეობს.

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოში „ფორსაჟის“ მორიგ ეპიზოდებს ვერტმფრენითაც გადაიღებენ

კინოგადაღება EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება

კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

რუსთავში “ფორსაჟის” გადაღებები მიმდინარეობს [ფოტოები]

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვალა.

ფილმს პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებენ. საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები