LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მორაგბეები თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა

146

ქართველები-რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალური მატჩს დღეს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი, საქართველოს ამ დრომდე არ გადმოსცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები