LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები ბრიუსელში ახალგაზრდა დიპლომატის ტიტულით დაჯილდოვდნენ

1129
nmtavari

ახალგაზრდა ქართველმა დიპლომატებმა ბრიუსელში წარმატებას მიაღწიეს. 14 ნოემბერს სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ევროპარლამენტში ახალგაზრდა დიპლომატის ტიტულით დაჯილდოვდნენ.

ტიტული მათ ევროპარლამენტის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა და ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, რომან შტრასემ გადასცა.

ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” იყო.

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვისთვის პრივილეგირებული სტატუსი ექნებათ.

ბრიუსელში საქართველოს საელჩოში ასევე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა გამოფენა, სადაც ახალგაზრდა დიპლომატთა წევრი მხატვრების (ნინი და დიმიტრი დუმბაძეები, მიშიკო გაბაიძე, მარიამ ჯორჯიანი და შოთა იმერლიშვილი) ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენას დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენაში მონაწილეობა ღონისძიების ორგანიზატორმა თეა გუნთაიშვილმაც მიიღო.

ორგანიზაცია “ახალგაზრდა დიპლომატები ” წლებია ორგანიზებას უწევს არა ერთ საერთაშორისო პროექტს, სადაც საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.

თეა გუნთაიშვილი რომან შტრასეს საჩუქრად მოდის სახლის” მარიგოლდის” მიერ შექმნილი ყაბალახი გადასცა.

 

პოპულალურები