LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მწარმოებლები „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

210
კარფური

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს.

დიდი ალბათობით, სწორედ „კარფურის“ წინააღმდეგ დავას ეხება დღეს ჩანიშნული სპეციალური პრესკონფერენციაც, რომელსაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია მართავს.  ბრიფინგი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

“ფორტუნა” აღნიშნულ საკითხზე ვრცელ ინფორმაციას ბრიფინგის დასრულების შემდეგ მოგაწვდით. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები