LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პოეტის ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა

187
120355327-4474730689236184-82790826138437115-o

ქართველი პოეტის, ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა.

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, პოეტი 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში, ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე დაიბეჭდა.

ლექსი ჰოლანდიურ ენაზე თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.

30 სექტემბერს პოეტი ბასკ, ჩეხ, ფინელ, ჩრდილოეთ ირლანდიელ და ესპანელ პოეტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას პოეზიის საღამოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები