LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სპეციალისტები ჩაის მოყვანის ტექნოლოგიებს ჩინელი კოლეგებისგან შეისწავლიან

172

ქართველი სპეციალისტები ჩინელი კოლეგებისგან ჩაის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას შეისწავლიან; თავის მხრივ ჩინური მხარე საქართველოში ვაზის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას გაეცნობა.

ამის შესახებ ადამიანური რესურსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომლებსაც დღეს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოაწერეს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთის, როგორც უმთავრესი სავაჭრო პარტნიორის სტატუს სგაუსვა ხაზი.

მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის ბაზარზე მზარდია, როგორც ქართული ღვინისა და სასმელი წყლის ცნობადობა, ასევე ექსპორტი.

როგორც ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბი მეიწიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის ბაზარზე ქართულ აგრარული პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და გამოთქვა სურვილი ჩინეთის ბაზარზე ქართული ჩაის ექსპორტიც განხორციელდეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ღვინის ეროვნეულ სააგენტოში სამუშაო პროცესს გაეცნენ, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები