LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა ჟურნალისტმა ყავის მოყვარულებისთვის ორიგინალური სასაჩუქრე ნაკრები შექმნა – „ყავახანამ“ ოპერირება დაიწყო

1771
BeFunky-collage (3)

ორიგინალური საჩუქარი ყავის მოყვარულებს ქართველი ჟურნალისტისგან„ყავახანა“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე დღეა გამოჩნდა და მომხმარებელს სადღესასწაულო ე.წ სასაჩუქრე „ბოქსებს“ სთავაზობს, სადაც მათ ყავა და უგემრიელესი შოკოლადები დახვდებათ.

„ყავახანას“ დამფუძნებელი ნათია კანკიაა, რომელსაც რადიო „ფორტუნას“ ერთგული მსმენელი უკვე წლებია იცნობს. თუ რას მოიცავს რადიოწამყვანის ბიზნესსაქმიანობა და როგორ გაუჩნდა მას „ყავახანას“ შექმნის იდეა – ამ საკითხზე ნათია კანკიამ ექსკლუზიურად Fortuna.ge-ს უამბო.

რამდენად მარტივად უთავსებ ბიზნესს შენს ჟურნალისტურ საქმიანობას?

ჩემი ცხოვრების დევიზია: თუ გინდა შეინარჩუნო ბალანსი უნდა იმოძრაო, ზუსტად ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ველოსიპედის ტარებისას. აქტიური ცხოვრება მომწონს, ამიტომაც ვარ ჟურნალისტი და ინფორმაციის ორომტრიალში ყოფნის გამოცდილებამ კარგად შემასწავლა ადამიანების საჭიროებები და მათი ქვეცნობიერი სურვილები.

გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, ვმუშაობ მარკეტინგისა და პიარის სფეროში, ამ გამოცდილებამ კი მიმაღებინა გადაწყვეტილება, შემექმნა და გამეყიდა ჩემივე პროდუქტი. ვინც ჩემი გრაფიკი იცის ყველას უკვირს, როგორ ვასწრებ ყველაფერს – ვფიქრობ, მთავარია სწორად დაგეგმო.

რას მოიცავს „ყავახანას“ საქმიანობა? 

„ყავახანა“ ყავის სასაჩუქრე ყუთია, რომელიც ონლაინ იყიდება. ჯერჯერობით, მხოლოდ სოციალური ქსელების და ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებით მომხმარებელს. გაყიდვები, ძირითადად, თბილისში ხორციელდება, კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში გავდივართ რეგიონებშიც.

რა დევს „ყავახანას“ სასაჩუქრე ნაკრებში?

ყავახანას ყუთების შიგთავსი სხვადასხვა სეზონზე და დღესასწაულებზე შესაბამისად იცვლება და იფუთება. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ყავა თურქულად მოხარშოთ და მიირთვათ. ამ ეტაპზე, გვაქვს საახალწლო ბოქსები, რომელშიც 3 სახეობის ყავა დაგხვდებათ, (მარცვლებიც და დაფქვილიც) ხელნაკეთი შოკოლადები შავი და თეთრი ფერის, სხვადასხვა ხილის ჩირის ასორტი, დეკორატიული სანთელი, ან საახალწლო სუვენირი. შიგთავსის ცვლილება მოთხოვნის შესაბამისად ხდება.

რა საფასო სეგმენტზეა გათვლილი „ყავახანა“?

„ყავახანას“ ბოქსები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ყავა უყვარს. ვეცადე არჩევანის საშუალება დამეტოვებინა მომხმარებლისთვის, შესაბამისად, ის სხვადასხვა სახისაა, მრავალფეროვანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასაახალწლო პერიოდში, „ყავახანამ“ სტანდარტული ყავის ბოქსი ჩაუშვა გასაყიდად – მისი ღირებულება 33 ლარიდან იწყება და თბილისის მასშტაბით, კურიერის მომსახურება უფასოა.

თუ გყავს ბაზარზე კონკურენტები და რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა „ყავახანას“ ?

ყავა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მთელს მსოფლიოში და ბუნებრივია, კონკურეციაც ძალიან დიდი და ჭრელია. როდესაც ჩემი იდეა მეგობრებს გავუმხილე, მათაც იგივე მითხრეს, თუმცა, კონკურენციის არ მეშინია, ვცდილობ, კარგად შევისწავლო ქართული ბაზარი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვიცი რა უნდა შევთავაზო მომხმარებელს. მაქვს ინდივიდუალური ხედვა და ძალიან ბევრი იდეა. რა თქმა უნდა, მივყვები გეგმებს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებ.

ბრენდის განვითარების შენეული სამომავლო ხედვროგორია?

ყოველთვის ვამჯობინებ, სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა არ ვისაუბრო, თუმცა, სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე, სხვადასხვა ადამიანების სურვილებით, პოზიციით, ხედვებით დავინტერესდი და შემდგომ გადავდგი შესაბამისი ნაბიჯები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – „ყავახანას“ ბოქსებს საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს და მიხარია, რომ პირველი ნაბიჯები წარმატებით გადაიდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები