LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოციგურავე წყვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

70

30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით პოლონეთის ქალაქ ტორუნში სხვადასხვა ასაკის ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი “მენტორ ტორუნ 2018” გაიმართა.

ამ ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა.

ქართველ მოციგურავეთა წყვილმა მთავარ მეტოქეს, უკრაინელ წყვილს 2.1 ქულით გაასწრო და საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, “მენტორ ტორუნ 2018-ში” ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავე მონაწილეობდა.

2017 წლის ბოლოს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა 4-6 დეკემბერს ზაგრებში გამართული საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილითა და ვერცხლის მედლებით დაასრულა, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 7-10 დეკემბერს გამართული “სანტა კლაუსის” თასის მე-11 საეთაშორისო ტურნირიდან მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

5-10 მარტს კი ქართველი წყვილი იუნიორთა შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიამრთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები