LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა პოლიტიკოსებმა, ევროპარლამენტარებს ტენდენციური ინფორმაცია მიაწოდეს – რეზოლუცია გარკვეულ უზუსტობებს ეყრდნობა: მიხეილ სარჯველაძე

79
მიხეილ-სარჯველაძე

ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, „ემოციური ტალღა ძალიან დიდია და აქაურმა ქართველმა პოლიტიკოსებმა,  ევროპარლამენტარებს ტენდენციური ინფორმაცია მიაწოდეს“. მისივე განმარტებით, რეზოლუცია გარკვეულ უზუსტობებს ეყრდნობა.

„კონკრეტული საკითხები, რომელსაც მოიცავს ეს რეზოლუცია, თითოეული მათგანი საჭიროებს ცალ-ცალკე საუბარს. მაგრამ ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ვთქვა, რომ რეზოლუციაში არის ისეთი პასაჟები და ფრაგმენტები, რომელთან დაკავშირებითაც ვისურვებდი, რომ სხვაგვარი ყოფილიყო მიდგომა. ფაქტები ცოტა მეტად უნდა ყოფილიყო გადამოწმებული. 

თუნდაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით – ვთქვათ რა არის ამ კაცის დიაგნოზი, რა მკურნალობა სჭირდება და თუ საქართველოში ეს მოხერხებადია, მაშინ ახსნას ვინმემ რატომ უნდა იქნეს გაყვანილი უცხოეთში. მაშინ უნდა დავარქვათ ამას სახელი, რომ მიდგომაა არ მოიხადოს მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ევროპული ღირებულება ნიშნავს, სწორედ იმას, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან პოლიტიკური პრეფერენცია არასდროს იდგეს უფრო მაღლა, ვიდრე სამართლებრივი პროცედურები. ყველაფერ ამას ანგარიშის გაწევა სჭირდება.

მე ვვარაუდობ, რომ ემოციური ტალღა ძალიან დიდია და აქაურმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, ევროპარლამენტარებს ტენდენციური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის გადამოწმებაზეც ცალკეულ დეპუტატებს არ შეუწუხებიათ თავი. შესაბამისად ეს პრობლემურია. 

ხმების ის რაოდენობა, რომელიც ამ რეზოლუციამ მოიპოვა, ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულობას ქმნის. არ არის სწორი რეზოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ უზუსტობებს ეყრდნობა, რომელიც დრამატულია.

რაც შეეხება ისეთ, საკითხს, როგორის არის ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ევროპული მიმართულებით, ამაზე უფრო ვისურვებდი დისკუსიას.

ზუსტად 1 თვით ადრე იმავე ევროპული სტრუქტურების მიერ, ფაქტობრივ მონაცემებზე, ასევე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ჩართულობით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეფასდა მედია მდგომარეობა და ითქვა, რომ 12 წლის მერე, ერთმნიშვნელოვნად პროგრესირებს ეს სფერო და არასდროს საქართველოში არ ყოფილა მედიაგარემო ისეთი თავისუფალი, როგორც ეს დღეს არის. 

ამ ყველაფრის ფონზე თქმა იმისი, რომ იზღუდება მედია თავისუფლება, ვფიქრობ, რომ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს“, – აცხადებს სარჯველაძე.

კითხვაზე, რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ მცირე ხნის განმავლობაში პოზიტიურ როლს შეასრულებს ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას? – სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გეგმა „სიმართლეზე მეტი საუბარია“.

„ჩვენი პოზიტიური როლი არის ერთი და მარტივი – სიმართლე და მეტი საუბარი სიმართლეზე. თუ სიმართლე იქით არის, რომ საქართველო უფრო ნაკლებად იმსახურებს, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა, თქვას ეს ვინმემ, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ უმჯობესია ფაქტებზე დაფუძნებით ვისაუბროთ სიმართლეზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები