LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში ვაქცინაცია შეჩერდა

106
ვაქცინა

მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ: ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში ვაქცინაცია შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დამატებით განმარტებას არ აკეთებენ. უწყების ინფორმაციითვე, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი, 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები