LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში, სოფელ აბუქეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

qeda

ქედაში, სოფელ აბუქეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ქედის მერიის ცნობით, საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.

„ქედაში ამ დროისთვის აღარ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია. უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე, ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და მალე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მხოლოდ სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება, სადაც მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე,“ – აცხადებენ ქედის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები