ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრიტანული კინოაკადემიის რიგით 72-ე ცერემონიალის საპატიო სტუმრები ისევ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გახდნენ. წელს მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე „ალექსანდრ მაქკუინის“ ულამაზეს თეთრ კაბაში გამოჩნდა. ნახევარ მხარზე გახსნილი კაბა ქეითზე ადრეც გვინახავს. უფრო კონკრეტულად კი, პრინც ჩარლზის დაბადების დღეზე. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი გახდა საყურე, რომელიც მიდლტონმა პრინცესა დაიანას კოლექციიდან შეარჩიეა. სწორედ ეს საყურე ეკეთა დაიანას 1991 წელს ალბერ-ჰოლში გამართულ საღამოზე.

უილიამი და ქეითი დაჯილდოვების ცერემონიალს ბოლომდე ესწრებოდნენ. მოგვიანებით კი, გამარჯვებულებს პირადად მიულოცეს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები