გუშინ საღამოს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟი, პრინცი არჩი მოინახულეს. მედია ამ შეხვედრას სულმოუთქმელად ელოდა, ფოტოებს კენსინგტონის სასახლე მოგვიანებით გაავრცელებს. იქამდე კი მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ბლეტჩი-პარკში იმყოფებოდა, რომელიც ბაკინგემშირში მდებარეობს. ქეითი ჯერ პარკთან, მის შესახვედრას მისულ ფანებს შეხვდა, მოგვიანებით კი ის სტამბა მოინახულა, სადაც წლების წინ მისი ბებია მუშაობდა.

ქეითი ამ დღეს „ალექსანდრა რიჩის“ ულამაზეს კოპლებიან საგაზაფხულო კაბაში იყო გამოწყობილი. კაბას თეთრი საყელო და მანჟეტები ამშვენებდა. ეს კაბა ქეითს ადრეც ცევა, პრინცი ჩარლზის 70 წლის იუბილეზე.

მსგავსი თემები