ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ამჯერად იმ ადამიანების გამხნევება გადაწყვიტეს, ვინც ახალი წლის ღამეს იმუშავებს, ამისთვის ქემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ერთი დღე ცნობილ მზარეულთან, მერი ბერისთან ერთად გაატარეს და სატელევიზიო პროქტის გმირებიც გახდნენ.

ამ დღეს მერი ბერიმ საახალწლო კერძების რეცეპტები წარადგინა, უილიამი და ქეითი კი მათ მომზადებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მოგვიანებით კი კერძები იმ ადამიანებს მიართვეს, ვინც ახალი წლის ღამეს იმუშავებს. მათ შორის იყვნებ ჯარისკაცები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

გადაცემა „ბიბისის“ საახალწლო ეთერში გავა. იქამდე კი „ინსტაგარამზე“ გავრცელდა ფოტოები, სადაც ქეითი „ალესანდრა რიჩის“ წითელ საშობაო კაბაში პოზირებს.

 

 

მსგავსი თემები