LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „დოლჩე და გაბანას “ ტვიდის პიჯაკსა და მინი კაბაში (ფოტო)

529
mdltnkt5

ქეით მიდლტონი ამჯერად ლონდონის ბავშვთა ჰოსპიტალს ესტუმრა, რომლის პატრონაჟსაც სამეფო ოჯახი ეწევა. 38 წლის ჰერცოგინია ამ დღეს ბრწყინავდა „დოლჩე და გაბანას“ ულამაზეს ორეულში – ტვიდის პიჯაკსა და მინი-კაბაში. ანსამბლს კი მიდლტონმა ორიგინალური ვარცხნილობა შეუხამა.

მედიის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ქეითს არ ეკეთა ნიშნობის ბეჭედი, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არა არის. ბეჭედი მას არ ეკეთა არც 2018 წელს, „ორმონდის ჰოსპიტალის მენტალური ცენტრის“ გახსნის ცერემონიაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ სამკაულს პერიოდულად რესტავრირება სჭირდება.

შეგასხენებთ, რომ ეს ბეჭედი პრინცესა დაიანამ პერსონალურად შეარჩია ნიშნობისას. მოგვიანებით ეს ძვირფასეულობა ქეითისთვის გადაკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები