LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად საკანცელარიო მაღაზიის რიგში – ფოტო ინტერნეტს იპყრობს

237
midlton

მიუხედავად სამეფო სტატუსია, ქეით მიდლტონი ცდილობს შექმნას თავისუფალი გარემო შვილებისთვის. ის არაერთხელ გადაიღეს პაპარაცებმა პარკში სეირნობისას, შვილებთან ერთად მაღაზიებში და სხვადასხვა აქტივობების დროს. ამჯერადაც ახალი ფოტო ლონდონის ერთ-ერთი საკანცელარიო მაღაზიიდან გავრცელდა. ფოტოს ავტორი, სავარაუდოდ, მაღაზიის ერთ-ერთი მომხმარებელია, რომელმაც საკანცელარიო ინვენტარის რიგში სამეფო ოჯახის წევრები, ქეით მიდლტონი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ამოიცნო.

მაღაზია, სადაც ფოტოა გადაღებული, სკოლის გვერდითაა, სადაც 8 წლის პრინცი ჯორჯი და 6 წლის პრინცესა შარლოტა სწავლობენ. სავარაუდოდ, სამეფო ოჯახის წევრები მაღაზიაში სწორედ სასკოლო ინვენტარის შესაძენად შევიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები