LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ტვიდის შავ კაბასა და ვერცხლისფერ ფეხსაცმელში (ფოტო)

232
ktmdltnssws

დღეს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ნოელ კაუარდის თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც მიუზიკლი „საყვარელი ექიმი ჰანსენი“ ნახეს. მიუზიკლი მოზარდის, ევან ჰანსენის ისტორიას გვიყვება, რომელსაც სოციოფობია აქვს და ხალხთან ურთიერთობა არ შეუძლია. მიუზიკლი პირველად ვაშინგტონში დადგეს, მოგვიანებით კი ის ლონდონში გადმოიტანეს. დადგმას „ტონის“ თეატრალური ჯილდო აქვს მიღებული.

თეატრში ქეითი ბრწყინავდა Eponine-ის ტვიდის კაბაში, რომელიც „ჯიმი ჩოს“ ვერცხლისფერ ფეხსაცმელთან და ხელჩანთასთან ჰქონდა შეხამებული. ცნობილია, რომ ხვალ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვევიან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები