LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ემოციური შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან (ფოტო)

209
mdltn-nws345

სამხრეთ უელსში ვიზიტი ქეით მიდლტონისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა. კემბრიჯის ჰერცოგინია მოულოდნელად თავის მასწავლებლებს შეხდა, მათ შორის იყვნენ ფიზკულტურისა და გერმანული ენის პედაგოგები.

ქეითი 14 წლის მანძილზე სენტ-ენდრიუსის სკოლაში სწავლობდა. პედაგოგებმა ჟურნალისტებს ქეითის შესახებ საინტერესო ფაქტები გაანდეს: „ის ძალიან შრომისმოყვარე და კეთილისინდისიერი იყო, განსაკუთრებული მოსწრება ჰქონდა სპორტში, ცურავდა ძალიან კარგად, როგორც მისი და, პიპა“,  -ამბობენ პედაგოგები.

საინტერესოა, რომ მასწავლებლებმა წერილები დაცვის სამსახურს გადასცეს, რომლებმაც უილიამსა და ქეითს კაფეში ყოფნისას შეატყობინეს, რომ გარეთ შეკრებილ ხალხთან მათ ძველი ნაცნობები ელოდნენ. ქეითი მალევე გამოვიდა მათთან შესახვედრად.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები