LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტი და იდრის ელბა კოცნის დროს დააფიქსირეს

243

კანადაში აქტიურად მიმდინარეობს ფილმის „ჩვენს შორის მთებია“ გადაღებები, რომელშიც მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და იდრის ელბა ასრულებენ. პაპარაცებმა მათი დაფიქსირება გადასაღებ მოედანზე მოახერხეს. კადრები, რომლებიც ინტერნეტში მოხვდა გვიჩვენებს, რომ ფილმის რომანტიკული ნაწილის გადაღება მიმდინარეობდა, რადგან მათზე ქეითი და იდრისი ერთმანეთს კოცნიან.

ფილმის სიუჟეტი ჩარლზ მარტინის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ვითარდება, რომელიც ორი უცნობი ადამიანის უჩვეულო სიყვარულის ისტორიას გადმოგვცემს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მთავარ როლებზე მაიკლ ფასბენდერი და მარგო რობი მოიაზრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი უინსლეტზე და ელბაზე გაკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები