LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტისა და ჯუდ ლოუს ემოციური შეხვედრა 11 წლის შემდეგ (ფოტო)

291

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ნენსი მეიერსის რომანტიკული მელოდრამა „შვებულება“. ფილმმა არჩვეულებრივ სიუჟეტთან ერთად თავი სამსახიობო ანსამბლითაც დაგვამახსოვრა. ქეით უინსლეტის, ქამერონ დიასის, ჯეკ ბლექისა ადა ჯუდ ლოუს მონაწილეობით ფილმი კიდევ უფრო დაუვიწყარი გახდა. ამჯერად ცნობილი მსახიობები, 44 წლის ჯუდ ლოუ და 42 წლის   ქეით უინსლეტი, 11 წლიანი პაუზის შემდეგ,  ვუდი ალენის ახალი ფილმის ჩვენებაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

დახურულ ჩვენებაზე უინსლეტი შავი ფერის კლასკურ კაბაში გამოჩნდა. ასევე ტრადიციულ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი ჯუდ ლოუც. ფილმი Wonder Wheel პირველად ოქტომბერში, ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს. ფილმში უინსლეტთან ერთად მთავარ როლს ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები