LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითი და მეგანი შვილებთან ერთად პოლოს მატჩზე (ფოტო)

1089
katemegan-children

პრინცმა უილიამმა და ჰარიმ პოლოს მატჩის ყოველწლიურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა.  King Power Royal Charity Polo Day ასე ქვია მატჩს, რომელსაც სამეფო ოჯახი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. ამჯერად ტრადიცია არ დაირღვა და მატჩში მონაწილეობა ორივე პრინცმა მიიღო. ყველაზე დიდი ყურადღება კი გულშემატკივრებმა, ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ მიიქციეს. ქემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები თამაშს შვილებთან ერთად ადევნებდნენ თვალს. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა მეგანი, პატარა არჩისთან და ქეითი პატარა ლუისთან ერთად.

ეს  მეგანის პირველი არაოფიციალური გამოსვლაა არჩის დაბადების შემდეგ. ის მწვანე კაბსა და ფერად სათვალეებში იყო გამოწყობილი. ოჯახმა იქვე პიკნიკიც მოაწყო, სადაც უკვე პრინცი ჯორჯი და შარლოტაც გამოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები