LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითმა თავად გაიკეთა მაკიაჟი სამეფო ქორწილისათვის – 10 უცნობი ფაქტი ქეით მიდლტონზე

322
mdltnsxxwesd

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს შორის მას გამორჩეული ადგილი უჭირავს. პრინცი უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი პრინცზე დაქორწინების შემდეგ მალევე იქცა ბრიტანელი ხალხისათვის საყვარელ პერსონად. ქეით მიდლტონი დღეს იდეალური მეუღლისა და დედის ეტალონია, რომელიც ცნობილია ჩაცმის გემოვნებიანი სტილით და ქველმოქმედებით. თუმცა იცოდით თუ არა, რომ:

1. ქეითი ბავშვობაში, რამოდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მამამისი British Airways-ში მუშაობდა, იორდანიაში ცხოვრობდა.

2. კემბრიჯის ჰერცოგინიას ძალიან ხიბლავს ჩოგბურთის და ჰოკეის თამაში. იგი სიამოვნებით თამაშობს ასევე კალათბურთის მსგავს თამაშს, netball-ს.

3. ქეით მიდლტონი მეუღლეზე, პრინც უილიამზე უფროსია. იგი 1982 წლის 9 იანვარს დაიბადა, უილიამი კი 1982 წლის 21 ივნისს.

4. გარდა კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტულისა, ქეით მიდლტონს კიდევ ორი სამეფო ტიტული აქვს. შოტლანდიაში იგი სტრეთჰირნის გრაფინიაა, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი კერიკფერგუსის ბარონესა.

5. სამეფო ქორწილში მიდლტონს თავზე დედოფალ ელისაბედის გვირგვინი ედგა. ტიარა ელისაბედ II-ს 1944 წელს დედა-დედოფალმა აჩუქა. მაშინ პრინცესა ელისაბედი 18 წლის იყო.

6. ქეითმა თავის დიზაინერებს, რომლებიც საქორწინო კაბაზე მუშაობდნენ, სთხოვა გაეთვალისწინებინათ ბრიტანელი პატარძლების ტრადიცია, რომლის თანახმადაც საქორწინო კაბაში აუცილებლად უნდა იყოს „რაღაც ახალი, რაღაც ძველი, რაღაც ნასესხები და რაღაც ლურჯი“. მისი თხოვნით, კაბაში ლურჯი ლენტი ჩააკერეს.

7. ქეითმა თავად გაიკეთა მაკიაჟი სამეფო ქორწილისათვის. ამის გამო მან რამოდენიმე გაკვეთილი გაიარა პროფესიონალ ვიზაჟისტებთან.

8. უმცროსმა ძმამ, ჯეიმს მიდლტონმა ქეითს შესანიშნავი საქორწინო საჩუქარი გაუკეთა და კოკერ-სპანიელის ლეკვი აჩუქა, რომელსაც ლუპო დაარქვეს.

9. მიდლტონის ერთ-ერთი ჰობი მზარეულობაა. ქეითს განსაკუთრებით მოსწონს კერძების მომზადება ბრიტანული კულინარიული შოუს, “Great British Bake Off”-ის ვარსკვლავის, მერი ბერის რეცეპტებით.

10. ქეითის და უილიამის საყვარელი სატელევიზიო შოუებია „დაუნტონის სააბატო“, „სამეფო კარის თამაშები“ და „სამშობლო“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები