ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია იტალიაში იმყოფება. ის კუნძულ კომოს ტბიდან ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც შესანიშნავად გამოიყურება.

ერთ – ერთ ფოტოს საინტერესო წარწერაც აქვს:

“მოუწესრიგებელი სახე და ცუდი ტანი, ბევრ ქალს ეხმარება რომ სამოთხეში მოხვდეს”

 

შეგახსენებთ, ქეთა თოფურიას ახალი რჩეული ჰყავს, რომლის ვინაობაც ჯერ არ გაუმჟღავნებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ მასთან ერთად ინტიმური ფოტო გამოაქვეყნა.. 

მამაკაცის სახე ფოტოზე არ ჩანს და არც მონიშნული ჰყავს.

„მე შენ მიყვარხარ“,  – წერს ქეთა ფოტოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ რეპერ გუფის შემდეგ ქეთა თოფურიას ოფიციალურად არავისთან დაუდასტურებია რომანტიკული ურთიერთობები. მანამდე კი ის ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლი იყო, რომელთანაც ქალიშვილი, ოლივია ჰყავს.

მსგავსი თემები