LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია შეყვარებულთან, ლევ ძენგოვთან ერთად ალპებში ისვენებს (ფოტოები)

2692
81532559-617783889048604-413521736181481472-n
ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ჩანს, ამჯერად ქეთამ ახალ შეყვარებულთან, ლევ ძენგოვთან ერთად გადაწყვიტა დასვენება.
მანამდე, მომღერალმა ახალი წელი მოსკოვში გაატარა და შემდეგ ალპებს მიაშურა.
 
ქეთას რჩეული 35 წლის ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია.
წყვილი ურთიერთობას არ მალავს და თავშეყრის ადგილებში სულ ერთად ჩნდებიან.
თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ქეთა და ლევი საკმაოდ უჩვეულო ნომერში ისვენებენ.
კე­დელ­ზე მგლის თა­ვის ფი­ტუ­ლი და უამ­რა­ვი დანა ჩანს, რაც მარ­თლაც მძი­მე სა­ნა­ხა­ვია. სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში ქეთამ არაერთი კრიტიკული კომენტარი მიიღო.
“ეს რა მკვლე­ლის ოთა­ხია?”, “დრა­კო­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ?“,-უწერენ მომღერალს “ინსტაგრამზე.”

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქე­თამ რე­პერ გუ­ფის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ მალევე იპო­ვა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ლევ ძენ­გო­ვი.

ლევი ერქვა ქეთას ყოფილ ქმარსაც, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ქეთა ლევ გეიხმანთან ცივილურ ურთიერთობას ინარჩუნებს. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები