LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ქემოკლიძის ნორვეგიული წარმატება

282
ketevanqemoklidze201015

ბერგენის ოპერის მიერ გადაღებულმა ფილმმა, სადაც მთავარ, კარმენის როლს ქართველი საოპერო შემსრულებელი, ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს,  ნორვეგიის წამყვანი გაზეთისგან, ,,ბერგენს ტიდენდე”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ფილმის „კარმენი იზოლაციაში“ პრემიერა შედგა ნორვეგიის სახელმწიფო ტელევიზიით. ის გადაღებულია ბიზეს „კარმენის“ მიხედვით და კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება.

ნორვეგიის პრესა დიდი ყურადღებით და აღფრთოვანებით გამოყოფს ქართველ მეცოსოპრანოს და აღნიშნავს:

„ბრწყინვალე მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე საქართველოდან არის ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი. იგი  კარმენის როლს მღერის თამამი ცინიზმისა და საშიში ეროტიკის ზუსტი შეხამებით“, – აღნიშნავს პიტერ ლარსენი.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის პარტიით მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოდის. აღსანიშნავია, რომ წელს ამ როლს ის კარმენის სამშობლოში – სევილიაში იმღერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები