LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება

922

ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“ სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით გადააადგილდება და კახეთის გზატკეცილის გავლით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემა იმოქმედებს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები