LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან წამებულის გამზირის სრული რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება

663
--2019-11-27-09-05-37-995916

უახლოეს დღეებში ქეთევან წამებულის გამზირის სრული რეაბილიტაციის განხორციელება დაიწყება. დედაქალაქის მერის განმარტებით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

მეტროსადგურ “ავლაბრიდან” ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე, 2-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სრულიად განახლდება.

კალაძემ ამის შესახებ დღეს მერიაში მთვარობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იყო და საჭიროებს სასწრაფო სამუშაოებს.

“ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ქეთევან წამებული ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე და გვყავს უკვე გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოები განხორციელდება მეტროსადგურ “ავლაბრიდან” კაჩინსკის ქუჩამდე, ეს არის დაახლოებით 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით. საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, დაწყებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებიდან, განათების ბოძების დამონტაჟებით დასრულებული”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასევე მოწესრიგდება ტროტუარები.

კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები