LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „ახლა უკვე ამ საძაგელი ვირუსის „ინდური“ ვარიანტი იქცა დიდ საფრთხედ…“

289
ketilobjanidze305

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში კოვიდინფექციის ახალი შტამების შესახებ წერს, მათ შორის, ინდურის თაობაზე და პარალელურად, საქართველოში შექმნილ სიტუაციასაც განიხილავს ვაქცინაციის მიმართულებით.

ქეთი ლობჟანიძე:

ინგლისური შტამი უფრო კონტაგიოზური იყო, ვიდრე კლასიკური.

მერე ბრაზილიური გამოჩნდა – კონტაგიოზურიც და უფრო საშიშიც მძიმე ფორმებით.

ახლა უკვე ამ საძაგელი ვირუსის „ინდური“ ვარიანტი იქცა დიდ საფრთხედ, ინდოეთში 270 000 შემთხვევა დღეში, 1600 დაღუპულით!

სრული კატასტროფა ხდება ინდოეთსა და ბრაზილიაში, სადაც ხალხმა ზერელედ მიიღო პანდემიის საფრთხე და გააგრძელა ჩვეულ, მხიარული ტაშ-ფანდურის რითმში ცხოვრება, საშინელი კადრები ვიხილე! ვირუსოლოგები გვაფრთხილებდნენ შტამების მუტაციებზე და ახალ-ახალი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე!

საფრანგეთში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ზაფხულში ველით ოდნავ შემსუბუქებას და არა საშველს. ცხადია, ვარიანტების გამო სიტუაცია დამძიმდება შემოდგომა-ზამთარში. ვირუსოლოგ-ინფექციონისტების ნაწილი 2022-ში გვპირდება ნორმაში დაბრუნებას, ხოლო ნაწილი – რამდენიმე წლის მერე, ეს დამოკიდებულია ვირუსის სიურპრიზებზე, რისი გათვლაც წინასწარ შეუძლებელია!

ამასობაში ჩვენთან ვაქცინაციისთვის სისხლის საერთოს, ჰემოსტაზს, დე დიმერს და მსგავს აბსურდს სთხოვენ აცრით ძლივს დაინტერესებულ ხალხს! მეორე მხრივ, სიაში ჩაწერილები არ ცხადდებიან და არც წინასწარ აუქმებენ რანდევუს, სხვამ რომ ისარგებლოს!

არ ვიცი, რისი იმედი აქვთ ექიმებს და ხალხს, ყველა საშუალებით რომ არ ებრძვიან ამ ინფექციას! „ბედნიერ ერზე“ ილიას შემზარავი სიტყვები მახსენდება სულ, რა დიაგნოზი დაგვისვა ასეთი, ისტორიულად რომ აქტუალურია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები