LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „იმუნიზაციას დრო სჭირდება და ვირუსს ვერ ვასწრებთ, ისე სწრაფად პროგრესირებს, რეანიმაციები ისევ გადაივსო!“

370
ketilobjanidze20

 საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო ასტრაზენეკთა აცრა ისევ განახლდა ევროპის ქვეყნებში:

„როგორც მოსალოდნელი იყო და გეუბნებოდით, ვისაც რამე გაგვეგება მედიცინაში, ევროპის დიდმა ქვეყნებმა განაახლეს ვაქცინაცია ასტრაზენეკათი! საფრანგეთმა 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, აქტიური ვაქცინაციის პარალელურად, კიდევ უფრო გაგვიმკაცრა რეგულაციები, იმუნიზაციას დრო სჭირდება და ვირუსს ვერ ვასწრებთ, ისე სწრაფად პროგრესირებს, რეანიმაციები ისევ გადაივსო! ძალიან, ძალიან ვწუხვარ ჩვენთან დაფიქსირებული გამონაკლისის სახით არსებული გართულების გამო, მაგრამ ანაფილაქსიური შოკი პრაქტიკოს ექიმებს გვხვდება საქმიანობაში და მისი მენეჯმენტი შეიძლება, ეს არ უნდა გახდეს აცრისგან თავშეკავების მიზეზი.

ხალხის დაბნეულობა მესმის, მათ უნდა ავუხსნათ საქმის ვითარება, მაგრამ ექიმი ან ვაი-ექსპერტი რომ იყენებს ამ ფაქტს მავნებლური პოპულიზმისთვის, ამაზრზენია, ესენი ან მართლა ძალიან უვიცები არიან, ან ბოროტები! თუ არ გინდათ მეტი მსხვერპლი, უნდა დავასრულოთ პანდემია, ამისთვის კი ერთადერთი საშუალებაა- ვაქცინაცია!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები