LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „მედპერსონალი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, სიკვდილისთვის იმეტებს პაციენტებს…“

792
ketilobjanidze205

საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, ქეთი ლობჟანიძე წერს, რომ მედპერსონალი, რომელიც არ აიცრება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადამიანებს დიდ საფრთხეს უქმნის.

გთავაზობთ სტატუსს სრულად:

„ჰიპოკრატეს ფიცში ყველაზე მთავარია “არ ავნო!”

აუცრელი, უსიმპტომოდ ინფიცირებული მედპერსონალი სიკვდილის საფრთხეს უქმნის ისედაც დასუსტებულ პაციენტებს! ამან შეიწირა ჩემი მამა, რომელმაც ოპერაციას გაუძლო და რომ არ დაინფიცირებულიყო, გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდებოდა!

დღეს ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია და მედპერსონალი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, სიკვდილისთვის იმეტებს პაციენტებს, ანუ ჰიპოკრატეს მთავარ მცნებას არღვევს და მას უნდა აეკრძალოს საქმიანობა!

ხვალ უნდა გამოვიდეს მინისტრი და საჯაროდ აიცრას!

მედპერსონალისთვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო! სამწუხაროა, რომ თავად ვერ ხვდებიან მის აუცილებლობას!

პ.ს. ვიცი, ბევრი კოლეგა შემიძულებს ამ პოსტის გამო, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები