LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „საფრანგეთში რეანიმაციები ისევ ივსება, მაქსიმუმზეა რამდენიმე რეგიონში და კიდევ მძიმე ფორმების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა…“

279
keti lobjanidze

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ უიმედობა იპყრობს.

„ამ ახალ-ახალი ვარიანტების გაჩენის ფონზე პანდემიას როდის გადავაგორებთ, ეს ხომ უცნობია და ამ ვითომ პროგრესულ სამყაროში ვაქცინაციის წინააღმდეგ განწყობილ ხალხს რომ ვხედავ, საერთოდ უიმედობა მიპყრობს!

საფრანგეთში რეანიმაციები ისევ ივსება, მაქსიმუმზეა რამდენიმე რეგიონში და კიდევ მძიმე ფორმების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა – 35-40 წლის პაციენტები თანმდევი დაავადებების გარეშე.

ამ ფონზე, ვაქცინაციის წინააღმდეგ ხალხის განწყობა მედიკოსების მხრიდან არის დიდი ბოროტება და მავნებლობა! გაისარჯეთ და წაიკითხეთ სანდო სამედიცინო წყაროებში გამოქვეყნებული მასალები, შეთქმულების თეორიით დაავადებულებს რომ უსმენთ – ეს ვაქცინა გაზრდის 5G-ის მიმღებლობასო! იგივე კასტა ადრე გაიძახოდა, „კორონა არ არსებობს!“. კოვიდის გართულებებით მათ ირგვლივ ხალხი იღუპება და ამ სექტას ისევ ჰგონია, თუ არ შეიმჩნევს პანდემიას, გადარჩება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები