LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „ვისურვებდი, რომ პროტოკოლების შემუშავებისას ახალგაზრდა და ზეკომპეტენტური ინფექციონისტებიც დაეყენებინათ გვერდით”

168
page

,,საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ევროპაში სასწრაფოს ზოგჯერ სამი კვირა და სამი დღე ელოდებიან.

გთავაზობთ ქეთი ლობჟანიძის პოსტს:

„არაპოპულარული პოსტი:

ბ-ნი თენგიზის დამსახურებასა და ასაკს პატივს ვცემ, მართლა ბევრი გააკეთა ქართული მედიცინისთვის და არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ეს არაა ინდულგენცია, როცა ასეთ წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს:

“ცერცვაძე: ევროპაში სასწრაფოს სამი დღე და სამი კვირა ელოდებიან.

“ევროპის გულში, საფრანგეთში ვცხოვრობ და ასე არაა!

კიდევ ვისურვებდი, რომ პროტოკოლების შემუშავებისას ახალგაზრდა და ზეკომპეტენტური ინფექციონისტებიც დაეყენებინათ გვერდით. არ დავასახელებ, ყველამ ვიცით მათი გვარები ჩვენს სფეროში.

და საერთოდ, ეს პოლიტიკური პრეფერენციები რომ ყველამ გადადოთ გვერდზე, ჩასაფრებულმა მიშისტებმაც (მახსოვს ტოქსიურ-ისტერიული პოსტები) და მაამებელმა ოცნებისტებმაც, რათა ერთიანი ძალით შევუტიოთ პანდემიას, არა?! ჯანსაღი კრიტიკა მოსულა, საქმეს წაადგება კიდეც!

უკეთესი იქნებოდა, შიდა სამზარეულოში რომ ხდებოდეს აზრთა შეჯერება და სტრატეგიის შემუშავება, ხალხისთვის ბევრად დამაჯერებელი გახდებოდა!

მოკლედ რა, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჭიით ტვინგამოხრული ქართველები საქმისთვის გაეთიანდნენ! ექიმებისთვის განსაკუთრებით სამარცხვინოა პოლიტიკის დაყენება პროფესიონალიზმის წინ, ე ი ჰიპოკრატეს ფიცის გაგებაში არ ვყოფილვართ. ნუ ადამიანობას ყველას ვერც მოთხოვ.

პოლიტიკური სიმპათია შეიძლება და უნდა გვქონდეს, მაგრამ როცა მას ადამიანურ ურთიერთობებსა და საქმეს აფუჭებინებ, ჩვეულებრივი სექტანტი გამოდიხარ და არ გაიშვა ასეთების ჭკუა-ინწელექტი, თავისუფლად აზროვნება-მეტყველების ფასი ვერ გაუგიათ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები