LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ

822
ნინო ანანიაშვიი

პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობას დათანხმდა და  ამავდროულდ რჩება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

როგორც თავად განაცხადა, მეუღლემ გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვეტილება არ მოუწონა და არ გახარებია, რადგან ჩათვალა, რომ ის უფრო მეტად დაკავებული იქნებოდა.

„ჩვენ სფეროები გაყოფილი გვაქვს, მე არასდროს ვერევი პოლიტიკაში და ის არასდროს ერევა ჩემს საქმიანობაში“, – განაცხადა ანანიაშვილმა. 

დარწმუნებულია, რომ შეტევები იქნება ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ სიძნელეებს არ შეუშინდება, რადგან დარწმუნებულია, რომ გადადგმული ნაბიჯით ბევრი საინტერესო რამის გაკეთების შანსი მიეცა.

„სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი დიდხანს ვიფიქრე. გადაწყვეტილების მიღებაში პანდემიამ შემიწყო ხელი, ბევრი პროექტი შეჩერდა, დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა“,- ამბობს ბალერინა.

ანანიაშვილის ნაბიჯს კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა.

ერთ-ერთი პირველი ბალერინას გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

„რა სირცხვილია, როცა აღმოაჩენ რომ ხმა, ქოცისთვის მიგიცია. თან რუსეთუმე ქოცისთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკას კრიტიკას მოჰყვა ინგა გრიგოლიას სტატუსიც:

„ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო. ნოვოსიბირსკიო. ახლა ამაზე რომ ავაწყოთ, გვეტყვიან, რომ უსამართლოდ ვაბულინგებთ ხო???? ამხელა ვარსკვლავი ქალი და ნოვოსიბირსკი არის ამ 2021-ის პირველი სიურპრიზი, დანარჩენი წინ გვაქვს. თავიდან ღადაობა მეგონა,მაგრამ ნურას უკაცრავად. ქალბატონი პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის დასს უხელმღვანელებს. რა უხერხულია, ეხლა აღარაა მტერი რუსეთი?“, – წერს ინგა გრიგოლია.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი კი მოკლე სტატუსით შემოიფარგლა.

„ახლა აღარ მოგწონთ ანანიაშილი, ხო“, – დაწერა შალვამ სოციალურ ქსელში.

მომხდარს არ გამოხმაურებია ჯერჯერობით გრიგოლ ვაშაძის თანამებრძოლი მიხილ სააკაშვილი. ნინო ანანიაშვილია მისი უმცროში შვილის, ნიკოლოზის ნათლიაა. თუმცა, სავარაუდოდ, ამ კავშირის გამო არ იკავებს კრიტიკისგან თავს სააკაშვილი.

სოციალურ ქსელში კი მომხდარზე ბევრს წერენ და პრიმაბალერინას გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.

„ე.ი. რა გამოდის შემოთავაზება დიდი ხნის წინ ქონდა, ხოდა ბატონი გრიგოლიც მაგიტომ წავიდა ეტყობა იცოდა რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს, სამარცხვინოა და მეტი არაფერი“.

„მაგიტომაც არ უყვარს ხალხს ნაციონალები, დიდი ნიღაბი აქვთ აფარებული და ვინ როდის წარმოგვიჩენს თავს გრიგოლის მსგავსად კაცმა არ იცის“.

„ეგ ის ქალი არაა, იუნკერების დახოცვის დღეს პუტინს რომ უცეკვა და ქმარი ამბობდა აზრზე არ იყო ნინო რა დღე იყოვო? და მისი ქმარი მის მერე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს!

„ეს რა დაგემართათ, ამდენი წელი ამ კაცს არაფერი ეტყობოდა, გაგონილიც კი არ გქონდათ რუსეთთან მის კავშირზე და მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა… ვირთხები ხართ ყველააა „ნაციონალები“, რომელი უფრო უარესი რომ ვერ გაარკვევ აი ისეთი… იმედია, სექტანდები ცოტა ტვინს გაამოძრავებენ… ოპოზიცია ჭირდება ამ ქვეყანას ოღონდ თქვენნაირი არა… არც თქვენი შვილები და შვილიშვილები…“

„ახლა რომ ყველამ მიაყოლეთ თითო ქვა, იქნებ გაიხსენოთ რუსეთიდან ვინ ჩამოიყვანა ცოლ-ქმარი და თანამდებობები დაურიგა? პარტიის თავმჯდომარედ და პრეზიდენტობის კანდიდატად ვინ დააყენა? ხმა არ გაუღია არავის მაშინ! რატომ მაშინ არ გაუბედეთ მიშას საყვედური?!“

„არჩევნები გაყალბდა კიარა ვაფშე 25% როგორ აიღეთ, თუ ვხვდებოდე“,- წერენ სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები