LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის ჩაკეტვის საშიშროება არ არსებობს – მთავრობის ადმინისტრაცია

189
ჰავანა-ქობულეთი

ქობულეთი ეპიდემიის გავრცელების წინაშე კაფე “ჰავანას” თანამშრომლის ინფიცირების გამო დადგა. ფაქტმა ქობულეთში დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია.

პანიკა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვინც 9-11 აგვისტოს კაფეში „ჰავანაში“ იყო, თუ სიმპტომები გამოუვლინდებოდათ, „ცხელების ცენტრებისთვის“ მიემართათ.

აღნიშნულის შემდეგ ქობულეთი დამსვენებლებლების ნაწილმა დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქობულეთი მესტიის მსგავსად ჩაიკეტოს.

“ფორტუნამ” გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღევანდელი ეპიდოლოგიური მონაცემებით ქობულეთის ჩაკეტვის საშიშროება არ არსებობს, ხოლო მომავალში რა მოხდება, ამას წინასწარ ვერავინ გვეტყვის“, – განუცხადეს „ფორტუნას“ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები