LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კაფეში ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებდა

388
IMG-7038-e1526311664381

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთში დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა.

რუსთავი 2-ის ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას ვიზიტორებთან ახლო შეხება ჰქონდა.

ის კაფეში მისულ სტუმრებს თერმოსკრინინგს უტარებდა.

კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდგინდა: “მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში იმყოფებოდნენ”

დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინში იმყოფება.

ამ დრომდე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, თუ ვინ არის ქალის ინფიცირების წყარო.

“მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას,”-აცხადებს სასტუმრო “ჰავანას” მენეჯერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები