LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მამაკაცმა ერთი პოლიციელი დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა

92
Capture

ქობულეთში, სოფელ გვარაში პოლიციელი დაჭრეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელმა მსუბუქი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის შემდეგაც ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ავტომობილით ბოძს შეეჯახა.

დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები