LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

112
კორონავირუსი

ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა.

„ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით, დღეს, გვიან ღამით უნდა იყოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას“,-განაცხადა „აჭარატექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები