LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები