LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულია მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას – მამუკა ბახტაძე

131
მამუკა ბახტაძე

გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულია როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად. არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქვე მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკინზის“ უფროსი პარტნიორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში. უფრო მეტიც, ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, – განაცხადა ბახტაძემ.