LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქორწილი არ ყოფილა, ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ, 22 კაცი… ვინ დალუქა, რა დალუქა” – “გარდენიას” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე

2837
BeFunky-collage (1)

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის, გიორგი ცხადაძის განცხადებით კი, „გარდენია შევარდნაძის“ ის მონაკვეთი, სადაც ღონისძიება რეგულაციების დარღვევით გაიმართა, დაილუქა. მისივე თქმით, ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2000 ლარით.

“გარდენია” შევარდნაძის ტერიტორიაზე გამოვლინდა სოციალური დონისძიება ათზე მეტი პირის მონაწილეობით, რაც წარმოადგენს მოქმედი რეგულაციების დარევევას. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2000 ლარით, ხოლო ფართი, სადაც გაიმართა სოციალური ღონისძიება დალუქულ იქნა შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ. მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც გაიმართა ღონისძიება”,- განაცხადა ცხადაძემ.

“გარდენიას” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე ქორწილის ჩატარების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, ადგილზე დიდი ღონისძიება არ გამართულა. მეტიც, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია, რატომ მივიდნენ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამბობს, რომ არანაირ ოქმზე არ მოუწერია ხელი.

როგორც ზურა შევარდნაძე აცხადებს, ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ ადგილზე, მისი მეგობრები იყვნენ.

„ქორწილი არ იყო ნამდვილად, არ ყოფილა. ვინ დალუქა, რა დალუქა, დალუქული რომ იყოს აქ იქნებით? მე არ მინახავს რა კადრებია, მანახეთ. მე ამ სახლში ვცხოვრობ, აქ ვიღებ სტუმრებს. გუშინ იყვნენ სტუმრები ჩემთან, იყო 22 კაცი. ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ. ამაზე მეტი ხალხი წუხელაც არ მყოლია ახლა თქვენ რომ ხართ აქ“, – განაცხადა შევარდნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები