LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება”- ნათია თურნავა

88
BeFunky-collage (8)

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების მიუხედავად მასშტაბური კარანტინი და დარგობრივი დახურვა არ იგეგმება.

აჭარაში ვირუსი საზოგადოების ყველა ფენას მოედო: ინფიცირებულები არიან ექიმები და პოლიციელებიც

ნათია თურნავას განმარტებით, არსებული პროტოკოლები სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამკაცრებულად უნდა შესრულდეს.

არ გაგვიცია რეკომენდაცია, რომ ბიზნესები უნდა შეჩერდეს, საუბარია წესების დაცვაზე: გამყრელიძე

“დამეთანხმებით, ქორწილი უნდა იყოს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საბედნიერო დღე და არა რომელიმე კლასტერის წარმოქნის ღონისძიება. ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები სრულიად რაციონალურია. ამის იქეთ მოვითხოვთ, რომ პროტოკოლები გამკაცრებულად იყოს შესრულებული”,-  განაცხადა თურნავამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 109 აჭარას უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით გორში კიდევ ჩატარდა 120 კაციანი ქორწილი, სადაც სოფელ მატანის 30 მაცხოვრებელი, მათ შორის მასწავლებელიც, დაინფიცირდა.

ინფექციონისტმა კვლავ მოუწოდა მოსახლეობას ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ.

 

პოპულალურები