LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორწილის ორგანიზატორში“ ჯენიფერ ლოპესისა და მეთიუ მაკკონაჰის ნაცვლად სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ – რეჟისორის აღიარება

260
jlonews

რომანტიკულ კომედიას „ქორწილის ორგანიზატორი“ 20 წელი შეუსრულდა. რეჟისორი ადამ შენკმანი ფილმის გადაღების საინტერესო დეტალებს იხსენებს. ის ყვება, რომ თავდაპირველად ჯენიფერ ლოპესისა და მეთიუ მაკკონაჰის ნაცვლად, მთავარ როლებზე მინი დრაივერი და ბრენდან ფრეიზერი განიხილებოდნენ. რეჟისორის თქმით, სცენარისტებმა ფილმზე მუშაობა სწორედ მინი დრავერის გამო დაიწყეს. წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ ამ ფილმში სწორედ დრაივერს უნდა ეთამაშა. კინოკომპანია Fine Line-მა ვერ შეძლო ფილმის გადაღება და ის Sony Pictures-ის ხელში გადავიდა, სადაც მთავარ როლებზე ჯენიფერ ლავ ჰიუტი და სარა მიშელ გელარი განიხილებოდნენ.

ადამ შენკმანი ამბობს, რომ 20 წლის წინ ჯენიფერ ლოპესი იწყებდა სამსახიობო კარიერას და ამ როლმა მის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. ამბობს, რომ თავდაპირველად ჯენიფელ ლოპესის მიმართ სკეპტიკურად განეწყო, რადგან ფილმ „ანაკონდას“ ნახვის შემდეგ, ის ზედმეტად ხისტი მოეჩვენა, მაგრამ შეცდა. ლოპესის როლზე დამტკიცების შემდეგ, ჯერი მამაკაცის როლზე მიდგა და აქ უკონკურენტო ბრენდან ფრეიზერი იყო. გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, როლზე მეთიუ მაკკონაჰი დაამტკიცეს. ასე გადაიღეს ყველა დროის ყველაზე ლამაზი რომანტიკული კომედია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები