LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ინდონეზიაში წყვილებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ

219
Untitled

ინდონეზიაში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი, შესაძლოა პატიმრობით დაისაჯოს. ინდონეზიის პარლამენტის წევრებმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, დაუქორწინებელ წყვილებს, თანაცხოვრობის გამო ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

დეპუტატები ამბობენ, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს მათ კონსულტაციები გაირეს  სასულიერო პირებთან და შეთანხმდენენ, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები ისეთი ქცევისგან, რომელიც უფლის სწავლებას ეწინააღმდეგება. ბოლო კვლევებით ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მოქალაქეთა 40%-ს აქვს.

როგორც Reuters წერს, საქმე მაშინ აღიძვრება, თუ სამართალდამცვეელბს საჩივრით ეჭვმიტანილის მშობლები ან შვილები მიმართავენ. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საზოგადოების მხრიდან არსებული კრიტიკის მიუხედავად, აღნიშნული კოდექსი მომავალ კვირას უნდა მიიღონ.

ამასთან, ახალი კანონმდებლობით  ქალებს აბორტის გაკეთება აეკრძალებათ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება თუ ამის სამედიცინო საჭიროება დგას ან ქალი ძალადობის მსხვერპლია. სხვა შემთხვევაში აბორტის გამო ინდონეზიაში ქალებს ოთხი წლით პატიმრობა ემუქრებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები