LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრონიკული ხველის 6 ძირითადი მიზეზი – მადონა დევიძე ვირუსულ და ალერგიულ ხველაზე

267
მადონა-დევიძე

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა  მადონა დევიძემ სეზონის მთავარ კითხვას უპასუხა. როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან:

„ზოგადად, ზამთარი ალერგიული პაციენტებისთვის პრობლემურია. ზაფხულში თუ მცენარეებია ძირითადი პრობლემა, ზამთარი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე, მთელ რიგ პრობლემებს მოიცავს. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო (სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ხველა და ა.შ.) ერთმანეთში ხშირად ეშლებათ.

ალერგიის და ვირუსული ინფექციის განმასხვავებელი ძირითადი სიმპტომი ტემპერატურაა. ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.

ალერგიის სიმპტომები ჩვენ 2 კვირაზე მეტხანს გვიხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის კი 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.

როგორ ვუმკურნალოთ სპაზმურ ხველას და სიცივის ალერგიას ზამთარში – მადონა დევიძის რეკომენდაციები

ალერგიის დროს სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა. ზოგადად, ალერგიას ხშირად ახლავს ქავილი, რაც ვირუსული ინფექციის დროს ნაკლებად არის გამოხატული. ალერგიის დროს პაციენტები უჩივიან ყელის, ყურების, ცხვირის წვერის ქავილს და რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები რაღაც ალერგენთან არის შეჭიდული. მაგალითად, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ცემინება და ცხვირის გაჭედილობა დალაგების დროს დაეწყოთ. გარკვეულ მიზეზთან შეჭიდულობა უფრო ალერგიისთვის არის დამახასიათებელი.

 

 

? შესაძლოა თუ არა, სპაზმური ხველა იყოს ასთმის ნიშანი #სტუმრადექიმთან #ფორტუნავიდეო

გადაცემა ვრცლად: https://bit.ly/3FHX9Hc

Posted by Fortuna.ge on სამშაბათი, 13 დეკემბერი, 2022

 

 

დავიწყოთ იმით, რომ ხველა გახანგრძლივებულად, ქრონიკულად ითვლება, თუ ის მოზრდილებში 8 კვირაზე მეტხანს, ბავშვებში კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. გახანგრძლივებული ან ქრონიკული ხველის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. გახანგრძლივებული ხველა შეიძლება დატოვოს ინფექციურმა დაავადებებმა, მაგალითად, გადატანილმა პნევმონიამ, გრიპის ვირუსმა, კოვიდ 19-მა და ა.შ. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ. უამრავი ინფექციური დაავადებაა, თუნდაც ყივანახველა, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და ტოვებს გახანგრძლივებულ ხველას. მეორე ფაქტორი და გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რეფლუქსი. რეფლუქს-ეზოფაგიტი ეს არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გარდამავალი სარქველი არ იხურება და ხდება კუჭის მჟავას უკან ამოდინება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც. აღნიშნული პრობლემის დროს პაციენტებს ძირითადად ღამით ახველებთ ხოლმე, მაშინ, როდესაც წვებიან და ხდება მჟავის უკან ამოდინება, რაც იწვევს საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების გაღიზიანებას. მოზრდილებში ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის მარეგულირებელი წამლებიც, მათ თვითონ ახასიათებთ ასეთი გვერდითი ეფექტი. ასეთ დროს, როდესაც იხსნება წამალი, ხველაც გადის. გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული და ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ასთმის ხველითი ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ ასთმა შესაძლოა ვირუსითაც პროვოცირდეს. ასთმის ხველით ვარიანტს ალერგიული შეგვიძლია ვუწოდოთ“- განაცხადა მადონა დევიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები