ქრთამის აღების ფაქტზე კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი  დააკავეს. ასევე, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „გრემიხ“ დამფუძნებლები და შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მსგავსი თემები